ჩვენი გუნდის შესახებ

ხელმძღვანელები


IPE-Willie_Weidinger

უილტრუდ უეიდინგერი
wiltrud.weidinger@phzh.ch
უილტრუდ უეიდინგერი, ფილოსოფიის დოქტორი (*1973) მუშაობდა დაწყებითი საფეხურის კლასების მასწავლებლად რამდენიმე ორენოვან საჯარო სკოლაში და მუშაობდა ავსტრიასა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში და წარმოადგენდა მასწავლებლებისა და სტუდენტების პროფესიულ მომზადებაზე პასუხისმგებელ პირს. 2004 წლიდან კითხულობდა ლექციებს ფსიქოლოგიასა და ინგლისური ენის დიდაქტიკაში ტურგაუს პედაგოგიურ უნივერსიტეტში და იყო სტუდენტთა კურატორი ციურიხის პედაგოგიურ უნივერსიტეტში. იგი არის განათლების მეცნიერებების დოქტორი და მაგისტრის წოდების მფლობელი განათლების მეცნიერებებსა და ფსიქოლოგიაში – აღნიშნული აკადემიური წოდებები მას მიენიჭა ვენის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ; არის, ასევე, განათლების მეცნიერებების მაგისტრი – აღნიშნული აკადემიური წოდება მას მიენიჭა ნიუ იორკის უნივერსიტეტის (ფსიქოლოგიის სკოლის) დამთავრების შემდეგ. ამჟამად იგი ლექციებს კითხულობს დიდაქტიკაში ციურიხის პედაგოგიურ უნივერსიტეტში. განათლების სფეროში საერთაშორისო პროექტების ცენტრში მუშაობისას მის პასუხისმგებლობაში შედის პროექტების მართვა და პროექტების კონცეპტუალიზაცია.


IPE-Rolf_Gollob

როლფ გოლობი
rolf.gollob@phzh.ch
როლფ გოლობი, პროფესორი, საპატიო დოქტორი (*1955) წლების განმავლობაში მუშაობდა სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლად, რის შემდეგაც ციურიხის უნივერსიტეტში შეისწავლა კულტურული ანთროპოლოგია. მაგისტრის წოდების მოპოვების შემდეგ იგი დაკავებული იყო ეთნოლოგიური კვლევებით და მოგვიანებით გახდა ციურიხის პედაგოგიური უნივერსიტეტის ლექტორი. მისი შესწავლის სფეროს წარმოადგენს სამოქალაქო განათლება და ინტერკულტურული პედაგოგიკა. 1996 წლიდან მან რამოდენიმეჯერ იმოგზაურა აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, აზიისა და აფრიკის ქვეყნებში, სადაც მოღვაწეობდა სწავლების ზოგადი მეთოდოლოგიის, ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო განათლების ექსპერტის რანგში. განათლების სფეროში საერთაშორისო პროექტების ცენტრში მუშაობისას მის პასუხისმგებლობაში შედის დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლებისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების სფეროში პროექტების მოპოვება და მათი გახორციელება. 2008 წლიდან როლფ გოლობი წარმოადგენს ევროპის საბჭოს დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლებისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების კოორდინატორს შვეიცარიაში.

 

კვლევითი პროექტების ხელმძღვანელი, ლექტორი


Basil Schader

ბასილ შადერი
basil.schader@phzh.ch
ბასილ შადერი, პროფესორი, დოქტორი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (*1951). ექვსი წლის განმავლობაში მუშაობდა სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლად, შემდეგ გააგრძელა სწავლა და შეისწავლა გერმანული ფილოლოგია და პედაგოგიკა, ანთროპოლოგია და ალბანური ენა და კულტურა. იგი ჩართული იყო ციურიხის მასწავლებელთა თავდაპირველი მომზადების პროგრამებში ენების სწავლების განხრითა და ინტერკულტურული ურთიერთობების გაფართოების სპეციალისტის რანგში; იგი იყო გერმანული ენის – დამატებითი უცხო ენის საგნის სახით შემოღების ინიციატორი და 2011 წლამდე იყო ამ საგნის ხელმძღვანელი. 2008 წელს მან მუშაობა დაიწყო განათლების სფეროში საერთაშორისო პროექტების ცენტრში, სადაც საფუძველი ჩაუყარა არა ერთ პროექტს. მას პუბლიკაციებზე (როგორც კვლევის სფეროში, ასევე სწავლებისა და სწავლის სფეროში მასალებისა და სახელმძღვანელოების გამოცემის) მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. მისი ინტერესის სფეროს წარმოადგენს ენების სწავლებისა და სწავლის ინტერკულტურული ასპექტები, ალბანური ენა, კულტურა და მიგრაცია და, ასევე, სასწავლო (სწავლებისა და სწავლის) მასალები.

 

მეცნიერ თანამშრომელი, პროექტის კოორდინატორი


IPE-Sabrina_Marruncheddu

საბრინა მარუნჩედუ
sabrina.marruncheddu@phzh.ch
საბრინა მარუნჩედუ, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (*1971), მოპოვებული აქვს ხელოვნების მაგისტრის წოდება ინგლისურ და იტალიურ ენებში და საბაზო საფეხურის მაღალი კლასების მასწავლებლის დიპლომი ციურიხის უნივერსიტეტიდან. სწავლის დამთავრების შემდეგ მან მასწავლებლად დაიწყო მუშაობა და მუშაობდა არაერთ სკოლაში, რის შემდეგაც, 2003 წელს მან ციურიხის პედაგოგიურ უნივერსიტეტში დაიწყო მუშაობა პროექტების კოორდინატორის თანამდებობაზე. ამ დროიდან მოყოლებული, მას მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ საგანმანათლებლო პროექტში, როგორიცაა, მაგალითად, მასწავლებელთა განათლების ხელშეწყობის პროექტი, რომელიც ბუტანში გახორციელდა. განათლების სფეროში საერთაშორისო პროექტების ცენტრში იგი მუშაობს როგორც პროექტების კოორდინატორი და ასევე მონაწილეობს სამეცნიერო კვლევებში.


Doris Kuhn

დორის კუნი
doris.kuhn@phzh.ch
დორის კუნი, ბაკალავრი (*1964) თავდაპირველად მუშაობდა ვაჭრობისა და და ტურიზმის სფეროში და დასაქმებული იყო სხვადასხვა თანამდებობაზე. 2003 წელს მან დაიწყო მუშაობა ციურიხის პედაგოგიურ უნივერსიტეტში განათლების განხრის ასისტენტად და შემდგომ ამავე უნივერსიტეტში შეისწავლა ანთროპოლოგია, რელიგიების შედარებითი ანალიზი და ხელოვნების ისტორია. ციურიხის პედაგოგიურ უნივერსიტეტში იგი მუშაობდა სხვადასხვა კათედრაზე, მათ შორის, მასწავლებელთა თავდაპირველი მომზადებისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების კათედრებზე, რა დროსაც იგი ასრულებდა საორგანიზაციო სამუშაოებსა და, ასევე, მუშაობდა მასწავლებლად. 2013 წელს იგი აქტიურად ჩაება განათლების სფეროში საერთაშორისო პროექტის ცენტრში მიმდინარე მუშაობის პროცესებში და ასრულებდა მეცნიერ თანამშრომლის მოვალეობებს ისეთ პროექტებში, როგორიცაა „ცხოვრება დემოკრატიულ საზოგადოებაში – სამხრეთაღმოსავლეთ ევროპა (დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლება და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლება)“ და რუმინეთში ბოშების განათლებასთან დაკავშირებით გახორციელებული პროექტი; იგი პარალელურად მუშაობდა განათლებისა და კვლევის დარგში პრორექტორის სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებაში.

 

პროექტის მენეჯერი


Corinna Mauth

კორინა ბორერი
corinna.borer@phzh.ch
კორინა ბორერი, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დოქტორი (*1976), შეისწავლა ბიოტექნოლოგია გერმანიაში. ნეირობიოლოგიაში დოქტორის ხარისხის მოპოვების შემდეგ იგი მუშაობდა ვინტერთურში, ციურიხის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში, სამეცნიერო კვლევებში თანაშემწის პოზიციაზე, სადაც იგი სათავეში ედგა სამედიცინო ტექნოლოგიების სფეროში წარმოებულ კვლევით პროექტებს, იყო მაგისტრთა სადიპლომო ნაშრომების ხელმძღვანელი და აქტიურად იყო ჩაბმული სწავლებაში. 2007 წელს, მან დაიწყო მუშაობა წარმოების სექტორში გახორციელებული პროექტების მენეჯერად, მას ევალებოდა იმპლანტატების შექმნასთან დაკავშირებული სამეცნიერო კვლევითი პროექტების დაგეგმვა და ხელმძღვანელობა. 2012 წელს მან დაიწყო მუშაობა განათლების სფეროში საერთაშორისო პროექტების ცენტრში პროექტის მენეჯერის პოზიციაზე და დღესაც აგრძელებს მუშაობას როგორც პროექტის კოორდინატორი, მის პასუხისმგებლობებში ასევე შედის საინფორმაციო დიზაინი და სტრუქტურა და შიდა და გარე ინტერფეისების მართვა. თავისუფალ დროს იგი მოხალისედ მუშაობს აარგაუში მდებარე, პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურების ცენტრში, უმცროს კონსულტანტად.

 

კომუნიკაციის ექსპერტი, პროექტის კოორდინატორი


IPE-Franziska_Agosti

ფრანსისკა აგოსტი
franziska.agosti@phzh.ch
ფრანსისკა აგოსტი სწავლობდა ციურიხის ხელოვნების უნივერსიტეტში, რის შემდეგაც მან მხატვრის პროფესია აირჩია და მრავალი წლის განმავლობაში საკუთარ ნამუშევრებს ქმნიდა საკუთარ სამხატვრო სტუდიაში. ამის შემდეგ მან მუშაობა დაიწყო შვეიცარიის ეროვნულ გაზეთში რედაქტორად. განათლების სფეროში საერთაშორისო პროექტების ცენტრში მას ევალება კომუნიკაციების მართვა და, ასევე, პროექტის კოორდინატორად მუშაობს ისეთ პროექტში, როგორიცაა „შესაძლებლობები ბავშვებისათვის“. თავისუფალ დროს იგი მოხალისედ მუშაობს და თანამშრომლობს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან მედიასთან ურთიერთობის განხრით.

 

ექსპერტი ფინანსურ საკითხებში


IPE-Tenzin_Ribi

ტენზინ იანგზომ რიბი
tenzin.ribi@phzh.ch
ტენზინ იანგზომ რიბი პასუხისმგებელია განათლების სფეროში საერთაშორისო პროექტების ცენტრის მიერ განხორციელებულ პროექტებთან დაკავშირებული ყველანაირი ფინანსური პროცესის დაგეგმვას, კონტროლსა და წარმოებაზე და, ასევე, წარმოადგენს განათლების სფეროში საერთაშორისო პროექტების ცენტრის პროექტების მართვის კომიტეტსა და ციურიხის პედაგოგიური უნივერსიტეტის ფინანსებისა და კონტროლის განყოფილებას შორის მაკავშირებელ რგოლს. განათლების სფეროში საერთაშორისო პროექტების ცენტრში მუშაობის დაწყებამდე, ანუ 2012 წლამდე, იგი მუშაობდა ციურიხში მდებარე სხვადასხვა ბანკში. მას დამთავრებული აქვს სასოფლო სამეურნეო უნივერსიტეტი ბენგალურუში, ინდოეთი, სადაც მან მოიპოვა სასოფლო სამეურნეო მეცნიერებათა სპეციალისტის ხარისხი და, ასევე, ციურიხის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მან მოიპოვა ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებაში, ბუღალტერის, რევიზორისა და აუდიტის სპეციალობით. იგი, თავის მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად, ცხოვრობს ციურიხში.

 

პროექტის კოორდინატორი


Angeliki (Gelly) Aroni

ანგელიკი (გელი) არონი
gellyaroni@gmail.com
ანჟელიკა არონი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (*1967) მუშაობს განათლების, კვლევისა და რელიგიის საკითხების სამინისტროში. იგი არის ლტოლვილთა განათლების მართვის, კოორდინირებისა და მონიტორინგის საკითხებზე სამუშაო ჯგუფის წევრი. იგი, ასევე, არის პალეონ-ფალირონში არსებული ინტერკულტურული განათლების დაწყებითი სკოლის ფიზიკური აღზრდის მასწავლებელი, სადაც მან განახორციელა პროექტი, რომელიც ემსახურებოდა მე-5 – მე-6 კლასის მოსწავლეებისათვის დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებას. იგი მონაწილეობას იღებდა ევროპის საბჭოს მიერ განხორციელებულ პროგრამებში – „განათლება დისკრიმინაციის აღკვეთისათვის“ და „ფიზიკური აღზრდა და სპორტი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა სამსახურში“ – სადაც წარმოადგენდა მასწავლებელთა მომზადებაზე პასუხისმგებელ პირს. 2013 წლიდან იგი ჩართულია პროგრამაში – „ცხოვრება დემოკრატიულ საზოგადოებაში“, და არის პროგრამის კოორდინატორი, მთარგმნელი და მეთოდისტი. მის ნამუშევრებს განეკუთვნება დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლებისა და ადამიანის უფლებათა სწავლების შესახებ, ციურიხის პედაგოგიური უნივერსიტეტთან არსებული განათლების სფეროში საერთაშორისო პროექტების ცენტრისა და ევროპის საბჭოს თანამშრომლობის შედეგად შექმნილი და გამოქვეყნებული პუბლიკაციების ექვსივე წიგნის თარგმანი და იგი, ასევე, ჩართული იყო ამ პუბლიკაციების საფუძველზე მასწავლებელთა მომზადების პროგრამაში. ანჟელიკა არონი არის სოციალური ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (პანთეონის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა უნივერსიტეტი) და ფლობს მაგისტრის ხარისხს განხრით – „ფიზიკური აქტივობის ფსიქო-სოციალური ასპექტები“ (ნიუ იურკის უნივერსიტეტი, აშშ).

 

დიზაინერი


Peti Wiskemann

პეტი ვისკემანი
peti@petiwiskemann.ch
პეტი ვისკემანი (*1969) მხატვარი და ილუსტრატორი. იგი გახლავთ პროექტის – ცხოვრება დემოკრატიულ საზოგადოებაში – ფარგლებში გამოცემული ყველა პუბლიკაციის მხატვარ-ილუსტრატორი. მისი ნახატები შესრულებულია ფურცელზე ფანქრით და გაფერადებულია ციფრული ტექნოლოგიის გამოყენებით.

იგი მოღვაწეობს ციურიხში. პეტი ვისკემანმა შეისწავლა გრაფიკული დიზაინი. იგი ბევრს მუშაობს როგორც მხატვარი და აწყობს გამოფენებს. მისი ნამუშევრების ნახვა შესაძლებელია გამოფენებზე და, ასევე, ნაბეჭდი სახით. როგორც ილუსტრატორი, იგი გატაცებულია ფერადი და დატვირთული ილუსტრაციების შექმნით. პეტი ვისკემანი ასწავლის ხელოვნებას, ხატვასა და საშემსრულებლო ხელოვნებას სხვადასხვა სკოლაში. კრისტინ ბანინგერთან ერთად იგი მართავს წარმოდგენებს გამოფენებსა და საჯარო თავშეყრის ადგილებში.

www.petiwiskemann.ch


 

2კატერინა ფილოპოულოუ
katefilo@gmail.com
კატერინა ფილოპოულოუ, (*1980) არის არქიტექტორი (თესალის უნივერსიტეტი), მოპოვებული აქვს მაგისტრის ხარისხი დიზაინსა და კულტურაში (ათენის ეროვნული ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტი) და არის ფილოსოფიის მეცნიერებათა კანდიდატი (თესალის უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტი). მისი სამუშაო მოიცავს ხელოვნებისა და არქიტექტურის სფეროში და, აგრეთვე, ყოველდღიურ ცხოვრებაში დროებითობისა და კონდენსაციის სოციალურად აქტუალური ცნებების კვლევას. 2013 წლიდან იგი თანამშრომლობს განათლების სფეროში საერთაშორისო პროექტების ცენტრთან, კონკრეტულად, ჩართულია პროგრამაში – „ცხოვრება დემოკრატიულ საზოგადოებაში” და მის პასუხისმგებლობაში შედის ვებგვერდის გრაფიკული დიზაინი, შინაარსის მართვა და მხარდაჭერა. იგი, თავის ოჯახთან ერთად, ცხოვრობს ათენში.

 

ვებგვერდზე პასუხისმგებელი გუნდი


Kiriakos Agadakos

კირიაკოს აგადაკოსი
კირიაკოს აგადაკოსი (*1981) არის ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი და ამჟამად დასაქმებულია საავტომობილო ინდუსტრიაში ე.წ. „სტარტაპ“ კომპანიაში და წარმოადგენს აღნიშნული „სტარტაპ“- ის დამფუძნებელსა და მარკეტინგის დირექტორს (CMO). მანამდე იგი მუშაობდა მოდის საერთაშორისო ელექტრონული მაღაზიის ქვეყანაში წარმომადგენლობის მენეჯერად. მან საკუთარი კარიერა დაიწყო როგორც პროგრამისტმა და პარალელურად სწავლობდა ათენის ეროვნულ ტექნიკურ უნივერსიტეტში, ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის ფაკულტეტზე. იგი მიიჩნევს, რომ ტექნოლოგია წარმოადგენს მომხმარებელთა გამოცდილების ნაწილს, რომლის ოპტიმიზაციაც შესაძლებელია სტრუქტურული პროცედურების, გათვლებისა და მონაცემების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებების საშუალებით. პროექტში – „ცხოვრება დემოკრატიულ საზოგადოებაში” – იგი პასუხისმგებელია პროექტის ტექნიკური მომსახურებით უზრუნველყოფაზე და, ასევე, ვებგვერდზე ქვეყნების შესაბამისი მასალის კოორდინირებასა და განთავსებაზე.


Christos Ampatzis

კრისტოს ამპატზისი
კრისტოს ამპატზისი (*1979) – დაამთავრა ათენის ეროვნული ტექნიკური უნივერსიტეტის ელექტროტექნიკისა და კომპიუტერული ინჟინერიის ფაკულტეტი და ფლობს მაგისტრის ხარისხს ბიზნესის ადმინისტრირებაში. უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში იგი გახდა ვებგვერდების შექმნასა და დიზაინზე მომუშავე კომპანიის თანადამაარსებელი. აქედან მოყოლებული, იგი მუდმივად მუშაობს ინტერნეტ-ინდუსტრიაში. მან ორიოდე წელი ითანამშრომლა კერძო კომპანიებთან და მუშაობდა როგორც საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტი და მარკეტინგის მენეჯერი. ამჟამად მუშაობს როგორც კერძო კონსულტანტი ინტერნეტთან დაკავშირებულ საკითხებში და ემსახურება საშუალო ზომის კომპანიებს. პროექტში – „ცხოვრება დემოკრატიულ საზოგადოებაში” – იგი ძირითადად პასუხისმგებელია პროექტის ტექნიკური მომსახურებით უზრუნველყოფაზე და ინტერნეტსივრცეში პროექტის განხორციელებაზე