- რა ზოგად გამოცდილებას, უნარებსა და ცოდნას ვფლობ?
- რამდენად საკმარისია ჩემი ცოდნა შესწავლის საგანთან და მის შინაარსთან დაკავშირებით, სწავლის მიზნებთან, სწავლების შესაბამის მეთოდებთან და სწავლის პროცესთან დაკავშირებით?
- რა სფეროებში ვისურვებდი ჩემი ცოდნის გაღრმავებასა და უნარების დახვეწას (ცოდნა, სწავლების მეთოდები, პროფესიული უნარები, პიროვნული მახასიათებლები, რეჟიმი და ა.შ.)?
- ადამიანისათვის დამახასიათებელი რომელი თვისებაა ჩემთვის მთავარი და მამოძრავებელი, რომლითაც მე ვხელმძღვანელობ?
- რომელ თეორიულ ჩარჩოებში ვაქცევ ჩემს მუშაობას მასწავლებლის რანგში, ან თეორიის რა გამარტივებულ ვარიანტს ვიყენებ პედაგოგიური მოღვაწეობისას?
- როგორ აღვწერდი და დავახასიათებდი ჩემს ურთიერთობას მოსწავლეებთან?
- სად გადის ჩემი პიროვნული ზღვარი, სამუშაო საათებთან, დაძაბულ ვითარებაში მუშაობასთან და ა.შ. დაკავშირებით? როგორ ვიყენებ ჩემს პირად სამუშაო შესაძლებლობებსა და უნარებს?
- როგორ შევამსუბუქო სამუშაო დატვირთვა როგორც სამუშაოს, ასევე, განსახორციელებელი ქმედებების ორგანიზებითა და უკეთესი დაგეგმვით?
- როგორ და რამდენად ეკონომიურად ვიყენებ დროს და როგორ ვუმკლავდები სტრესის გამომწვევ ფაქტორებს?
თქვენ კითხულობთ ტომს I
განათლება დემოკრატიისათვის