- წესრიგი საჭიროა ყველა შემთხვევაში. ჯგუფი, რომელიც არ იცავს წესრიგს და არ გააჩნია საბაზისო წესები, ვერ იქნება დემოკრატიული.
- შეზღუდვები აუცილებელია. წესები შესაძლებელია იყოს არამართლზომიერი და შეუსაბამო. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ არ ხდება მათი ჩანაცვლება, საჭიროა მათი დაცვა. თუმცა შესაძლებელი უნდა იყოს მათი შეცვლა.
- დასაწყისიდანვე, მოსწავლეები უნდა მონაწილეობდნენ წესების შემუშავებასა და მათ დანერგვაში. მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი მოსწავლეებში წესების შესაბამისი პასუხისმგებლობისა და მიდგომის ჩამოყალიბება.
- კლასის საზოგადოება ვერ იმუშავებს ურთიერთნდობისა და ურთიერთპატივისცემის გარეშე. რიგ შემთხვევებში, მსგავსი ატმოსფეროს შექმნა გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული.
- კლასში მოსწავლეებს შორის არსებული კონკურენცია ჩანაცვლებულ უნდა იქნას გუნდური სულისკვეთებით.
- კლასში მოსწავლეებს შორის მეგობრულ განწყობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.
- მასწავლებლის მიერ დემონსტრირებულ სოციალურ უნარებს დიდი წვლილი შეაქვს (ხელმძღვანელის ფუნქციის შესრულება დემოკრატიის პრინციპების დაცვის საფუძველზე, მოსწავლეებში იმ განწყობის შექმნა, რომ ისინი ჯგუფის სრულფასოვან წევრებს წარმოადგენენ, ურთიერთობების დამყარება და ა.შ.).
- კლასში, სადაც დემოკრატიული პრინციპებია დანერგილი, ჯგუფურ კომუნიკაციას მუდმივი ხასიათი აქვს.
- მოსწავლეებს, როგორც ვაჟებს, ასევე გოგონებს, უნდა ჰქონდეთ სტიმული, გამოიკვლიონ რაღაც ახალი და ისწავლონ საკუთარ შეცდომებზე.
- დადგენილი შეზღუდვები უნდა იძლეოდეს თავისუფლების უფლებით სარგებლობის საშუალებას. მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი ინდივიდუალური პასუხისმგებლობის გამომუშავება.
- დისციპლინა და წესრიგი ენთუზიაზმითა და ხალისით იქნება მიღებული და დაცული იმ შემთხვევაში, თუ მისცემს პიროვნებას საკუთარი აზრის გამოხატვის შესაძლებლობას, თუ ხელს შეუწყობს ჯგუფის შიგნით დამაკმაყოფილებელი ურთიერთობების ჩამოყალიბება-გამყარებას და მუშაობისათვის შესაფერისი გარემოს შექმნას.
თქვენ კითხულობთ ტომს I
განათლება დემოკრატიისათვის