მიზნების განსაზღვრისათვის:
- რა მიზნების მიღწევა მსურს?
- მოცემული თემის ამოწურვის შემდეგ, რა კომპეტენციები იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი?
- რამ განაპირობა მოცემული კონკრეტული მიზნების დასახვა?
- რა პრიორიტეტს ვანიჭებ ჩემ მიერ დასახულ მიზნებს (პირველადი მნიშვნელობის თუ მეორეხარისხოვანი)?
- რა მიზნების მიღწევაა მოცემულ მომენტში მნიშვნელოვანი – მთლიანი კლასისათვის, ინდივიდუალურად მოსწავლეებისათვის, გოგონების და/ან ვაჟებისათვის?
- დარწმუნებული ვარ, რომ ჩემ მიერ დასახული მიზნები ემსახურება ჩემი მოსწავლეების ძირითად ინტერესებსა და საჭიროებებს? ჩემ მიერ ჩატარებული გაკვეთილი ესადაგება იმას, რაც ჩემს მოსწავლეებს ყველაზე მეტად აინტერესებთ?
- შესაძლებელია მოსწავლეების ჩართვა სწავლების მიზნების განსაზღვრისა და შერჩევის პროცესში?
- რა დრო (რამდენი გაკვეთილი, რამდენი კვირა) არის განსაზღვრული დასახული მიზნების მისაღწევად?
- რა მიზნები უნდა იყოს მიღწეული ყველა მოსწავლის მიერ, სწავლებისათვის განსაზღვრულ დროში (მოსწრების ძირითადი სტანდარტი)?
- საჭიროა თუ არა მოსწრების სპეციფიკური დონის განსაზღვრა ინდივიდუალური მოსწავლეებისათვის (სწავლება ინდივიდუალური შესაძლებლობის მიხედვით)?
- ვაძლევ თუ არა მოსწავლეებს ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების საშუალებას, ანუ, შეუძლიათ თუ არა მათ საკუთარ თავში დაჯერებულად გამოიყენონ შეძენილი ცოდნა?
- რაზე ვამახვილებ ყურადღებას სწავლებისას – შემეცნებით, პიროვნულ თუ სოციალურ კომპეტენციებზე?
- მაქვს თუ არა ნათელი წარმოდგენა მოკლევადიან და გრძელვადიან მიზნებზე, რომლებიც ჩემი მოსწავლეებისათვის, მოსწავლეთა ჯგუფებისათვის, ინდივიდუალური მოსწავლეებისათვის, გოგონებისა და ვაჟებისათვის უმთავრესი მნიშვნელობისაა?
- ნათლად და გასაგებად განვმარტე მიზნები?
თემებისა და მასალის შერჩევისათვის:
- რა თემა შევარჩიე?
- რამ განაპირობა ჩემ მიერ მოცემული თემის შერჩევა?
- როგორია ჩემ მიერ შერჩეული თემის სტრუქტურა?
- ჩემ მიერ შერჩეული თემა ესადაგება სილაბუსს?
- ჩემ მიერ შერჩეული თემის რა ასპექტები იქნება საინტერესო ჩემი მოსწავლეებისათვის?
- რა მხრივ უკავშირდება მოცემულ თემაზე სკოლაში შეძენილი ცოდნა სკოლის გარეთ შეძენილ ცოდნას?
- არსებობს კავშირი ჩემ მიერ შერჩეულ თემასა და რეალურ ცხოვრებასა თუ მოსწავლეთა გარემოს შორის?
- კარგად მესმის იმ თემის საგანი, რომელიც მე შევარჩიე? როგორ შემიძლია ავიმაღლო ინფორმირებულობის დონე? მჭირდება გარკვეული კვლევის ან ექსპერიმენტის განხორციელება, ვიდრე მოცემულ თემას მოსწავლეებს გავაცნობ?
- რა სასწავლო მასალაა ხელმისაწვდომი ჩემ მიერ შერჩეული თემის კონკრეტული ასპექტების შესახებ?
- ჩემ მიერ შერჩეული თემა მისცემს მოსწავლეებს იმის საშუალებას, რომ მათ გამოიყენონ საკუთარი გამოცდილება, ცოდნა და უნარები გაკვეთილის მსვლელობისას (მაგალითად, მოსწავლეებმა, რომელთაც განსხვავებული კულტურული და ენობრივი წარმომავლობა გააჩნიათ)?
- ჩემ მიერ შერჩეული თემა თანაბრად შესაფერისი იქნება როგორც გოგონების, ასევე, ვაჟების საჭიროებებისათვის?
- შერჩეული თემა ჩემთვის საინტერესოა?