- რისი კეთების უნარს უნდა ფლობდნენ ჩემი მოსწავლეები მოცემული თავის შესწავლის შემდეგ? რა უნდა გაიგონ მათ და რისი ახსნა უნდა შეეძლოთ სხვებისათვის და რა კრიტერიუმებით უნდა შეეძლოთ ხელმძღვანელობა პოლიტიკურ საკითხზე მსჯელობისას.
- რა საშუალებით უნდა შევაფასო მათი კომპეტენციის განვითარების დონე?
- როგორ შეიძლება ჩემმა მოსწავლეებმა გამოიყენონ ყოველდღიურ ცხოვრებაში ან სკოლაში მიღებული გამოცდილება პოლიტიკის გაცნობისას?
- როგორ აღიქვამენ ჩემი მოსწავლეები პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებას?
- რამდენად არიან ჩემი მოსწავლეები გარკვეულნი თავიანთ ინტერესებში?
- პოლიტიკაში მიმდინარე რომელი მოვლენები ან რომელი აქტუალური პოლიტიკური საკითხები ეხება ჩემს მოსწავლეებს?
- რომელი აქტუალური პოლიტიკური საკითხების აღქმას შეძლებენ ჩემი მოსწავლეები?
- ეს საკითხები უკავშირდება სკოლის მმართველობას თუ ადგილობრივ, რეგიონულ, ეროვნულ თუ საერთაშორისო პოლიტიკას?
- როგორ წავახალისო ჩემი მოსწავლეები, რომ მიიღონ მონაწილეობა განსახილველი საკითხის არჩევაში?
- რა საშუალებები ან მასალა უნდა შევარჩიო, რომ შესაძლებელი იყოს მასზე განსხვავებული მოსაზრებების გამოთქმა?
- რა დავალება უნდა მივცე ჩემს მოსწავლეებს დამოუკიდებელი სამუშაოს სახით?
- რა ინფორმაციის მოწოდება შეუძლიათ ჩემს მოსწავლეებს მოცემულ საკითხზე?
- რომელი ძირითადი კონცეფციების გამოყენებას შეძლებენ ჩემი მოსწავლეები მოცემული თემისა თუ საკითხის შესახებ მსჯელობისას?
- როგორია ჩემი მოლოდინი ჩემი მოსწავლეების მიერ მოცემულ საკითხზე გამოთქმულ მოსაზრებებთან დაკავშირებით?
- როგორია ჩემი საკუთარი მოსაზრება მოცემულ საკითხთან დაკავშირებით? რა კრიტერიუმებს ვანიჭებ უპირატესობას მოცემულ საკითხზე მსჯელობისას?
- როგორ უნდა უზრუნველვყო ის, რომ ჩემი საკუთარი მოსაზრება თავს არ მოვახვიო ჩემს მოსწავლეებს?
- რა ქმედებების გახორციელებას ველი ჩემი მოსწავლეებისაგან?
თქვენ კითხულობთ ტომს I
განათლება დემოკრატიისათვის