- სწავლის რომელი პროცესები დაეხმარება მოსწავლეებს სწავლის მიზნების მიღწევაში?
- როგორ შემიძლია დავეხმარო მოსწავლეებს, რომ მათ სრულად შეითვისონ (აითვისონ), გაიგონ (დაამუშაონ) და დაიმახსოვრონ (შეინახონ) ახალი ინფორმაცია?
- სწავლების მოცემული ფორმა ეხმარება მოსწავლეებს ახალი ამოცანისათვის თავის გართმევის პროცესში გამოიყენონ ის ცოდნა და უნარები, რომლებიც მათ გაკვეთილის განმავლობაში შეიძინეს?
- ჩემ მიერ დაგეგმილი სწავლის გარემო და თანამიმდევრობა, პირველ რიგში, ემსახურება ინფორმაციის ათვისებას, დამუშავებასა და შენახვას, თუ პრაქტიკულ გამოყენებას?
- სწავლის პროცესების თანამიმდევრობის დაგეგმვისას, გათვალისწინებულია თუ არა მნიშვნელოვანი ასპექტები (სწავლის იდეალური პირობები)?
- მოსწავლეებისათვის სწავლის პროცესის ძირითად მიზანს წარმოადგენს მნიშვნელობის ჩამოყალიბება, უნარების შეძენა თუ დამოკიდებულებების ჩამოყალიბება და ჩემ მიერ შერჩეული სწავლებისა და სწავლის ფორმები ემსახურება დასახული მიზნების მიღწევას?
- მოქმედების საშუალებით (აქტიურობით, რაიმეს შექმნითა და ა. შ)?
- აზროვნების საშუალებით (გონებრივი ექსპერიმენტების საშუალებით, ახალი აღქმის ჩამოყალიბებით)?
- დაკვირვების საშუალებით?
- ვერბალური სწავლების საშუალებით (ლექციები, მაგალითები და ა.შ.)?
- ინსტრუქციების მიცემის, თანადგომისა და თანამშრომლობის საშუალებით?
- დისკუსიებისა და დებატების საშუალებით?
- წერილობითი დოკუმენტის შედგენის საშუალებით (მოხსენება, მოსწავლის დღიური და ა.შ.)?
- მედიის საშუალებით?
- კონკრეტული, რეალური ცხოვრებიდან და გამოცდილებიდან აღებული მოვლენების საშუალებით?
- ექსპერიმენტის, გამოცდისა და შეცდომებზე სწავლის საშუალებით?
თქვენ კითხულობთ ტომს I
განათლება დემოკრატიისათვის