მოსწავლეები სწავლის პროცესში:
- როგორ ხდება მოსწავლის წარმატების იდენტიფიცირება და შეფასება?
- როგორ გამოიყენება მოსწავლის თვითშეფასება და სხვების შეფასება?
- როგორ უნდა დავრწმუნდე, რომ მოსწავლემ მიაღწია დასახულ მიზანს?
- სწავლის პროცესში მოსწავლეები მუდმივად წარმატებით ართმევდნენ თავს დასახულ ამოცანებს?
- მოსწავლეები თავად არიან დარწმუნებული თავიანთ წარმატებაში?
- ჩემ მიერ განხორციელებული სწავლება თანაბარ შესაძლებლობებს ქმნიდა გოგონებისა და ვაჟების წარმატებისათვის?
- მოსწავლეები გაცნობიერებულად აკვირდებიან, აკონტროლებენ და ცდილობენ გააუმჯობესონ თავიანთი აქტივობები სწავლისა და მუშაობის პროცესში?
- შეუძლიათ მოსწავლეებს თავად აკონტროლონ და შეაფასონ საკუთარი სწავლის პროცესი და შედეგები?
- შეუძლიათ მოსწავლეებს შეაფასონ თანატოლების მიღწევები?
- თვითშეფასებისას, მოსწავლეები ხელმძღვანელობენ თავიანთი მიზნებით, სტანდარტებით, კრიტერიუმებით ან საჭიროებებით?
- შემიძლია განვსაზღვრო ინდივიდუალური მოსწავლის წარმატების დონე?
- როგორ ვახდენ ინდივიდუალური მოსწავლის სწავლასთან დაკავშირებული პრობლემის იდენტიფიცირებას?
- როგორ ვაკვირდები სოციალურ ურთიერთობებს კლასში?
- როგორ ვაწარმოებ ინდივიდუალურ მოსწავლესა და მთლიან კლასზე ჩემი დაკვირვების შედეგების ჩანიშვნას?
მასწავლებლები სწავლის პროცესში:
- როგორ ხდება სწავლის პროცესის წარმატების იდენტიფიცირება და შეფასება?
- როგორ გამოიყენება მოსწავლის თვითშეფასება და სხვების შეფასება?
- როგორ, როდის და ვისთან განვიხილავ დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებისას მიღებულ გამოცდილებას?
- მონაწილეობის რა შესაძლებლობებს ვაძლევ ჩემს მოსწავლეებს?
- როგორ ვაკავშირებ ჩემი მოსწავლეების წარმატებასა და მარცხს სწავლების ჩემ მიერ წარმოებულ პროცესთან?
- როგორ განვსაზღვრავ, რამდენად წარმატებით ვართმევ თავს სწავლებას და როგორ ვსწავლობ მე, როგორც მასწავლებელი?