მოსწავლეების მიღწევების შეფასებისა და ქულების მინიჭების სამი განსხვავებული ძირითადი სტანდარტი არსებობს:
- ინდივიდუალური კრიტერიუმი: მოსწავლის მიღწევის შედარება მის წარსულ მიღწევებთან.
- ობიექტურობის კრიტერიუმი: მოსწავლის მიღწევის შედარება სწავლის მიზნებთან.
- სოციალური კრიტერიუმი: მოსწავლის მიღწევის შედარება კლასში სხვა მოსწავლეების მიღწევებთან ან იმ ასაკობრივი ჯგუფის წევრების მიღწევებთან, რომელსაც იგი განეკუთვნება.
კრიტერიუმი |
ინდივიდუალური კრიტერიუმი |
ობიექტურობის კრიტერიუმი |
სოციალური კრიტერიუმი |
შედარების კრიტერიუმი | პროგრესი სწავლაში | სწავლის მიზანი | ნორმალური განაწილების მრუდი, საშუალო არითმეტიკული გადახრა |
ინფორმაცია | რა ცოდნა და უნარები შეიძინა მოსწავლემ დროის განსაზღვრულ მონაკვეთში? | რა დონემდე შეძლო მოსწავლემ სწავლის მიზნის მიღწევა? | საშუალო მაჩვენებლიდან რა გადახრა ფიქსირდება ინდივიდუალური პროგრესის თვალსაზრისით? |
შეფასების ტიპი | ტესტები, ვერბალური შეფასება, შუალედური ანგარიში სწავლაში მიღწევის შესახებ, დაკვირვების სტრუქტურული ფორმა | მიზანზე ორიენტირებული ტესტი, შუალედური ანგარიში სწავლაში მიღწევის შესახებ, დაკვირვების სტრუქტურული ფორმა | კლასის საშუალო შედეგებზე აგებული ტესტი |
პედაგოგიური მნიშვნელობა |
ძალიან მაღალი | ძალიან მაღალი | ძირითადად გამოიყენება შერჩევის წარმოებისას; არ არის ორიენტირებული მოსწავლის ხელშეწყობაზე |
ძირითადი ცნებები
წესები და კანონები