გეგმა გეხმარებათ აზრების მოწესრიგებაში. სწორედ ამას გამოხატავს თავად სიტყვაც. გეგმის გამოყენება შესაძლებელია ბევრ სხვადასხვა სიტუაციაში, როდესაც საჭიროა იაზროვნოთ გარკვეულ თემაზე: შეაგროვოთ იდეები, მოემზადოთ პრეზენტაციისათვის, მოამზადოთ პროექტი და ა.შ.
დააკვირდით ქვემოთ აღწერილი გეგმის სქემას:
- რა ძირითად კატეგორიებს შეიცავს, რომელია ქვეკატეგორიები?
- დაამატებდით რაიმეს? თუ დაამატებდით, რას?
გეგმის შედგენის ინსტრუქციები
- ფურცლის შუაში დაწერეთ თემის სახელწოდება და შემოავლეთ წრე. გამოიყენეთ ფართო ფორმატის ფურცელი.
- დაიტანეთ ფურცელზე წრიდან გამომავალი მსხვილი ხაზები (სხივები). თითოეული ხაზის გასწვრივ დაწერეთ იმ ქვეთემის სათაური, რომელიც შეესაბამება ფურცლის შუა წრეში მოცემულ თემას.
- წრიდან გამომავალი მსხვილი ხაზებიდან შეგიძლიათ გაავლოთ წვრილი ხაზები, რომლებიც წარმოადგენს ქვეკატეგორიებსა ან კითხვებს, რომლებიც უკავშირდება მსხვილ ხაზებზე დაწერილ ქვეთემებს.
- შეეცადეთ, მოიფიქროთ რაც შეიძლება ბევრი ტერმინი და მოათავსოთ ეს ტერმინები შესაბამის კატეგორიებში. შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა ზომის ასოები, სიმბოლოები ან ფერები.
შეადარეთ თქვენ მიერ შედგენილი გეგმა თქვენი თანაკლასელების მიერ შედგენილ გეგმებს
- რას ამჩნევთ?
- რა მსგავსებაა თქვენსა და თქვენი თანაკლასელების მიერ შედგენილ გეგმებს შორის?
- რა სხვაობაა თქვენსა და თქვენი თანაკლასელების მიერ შედგენილ გეგმებს შორის?
- რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი ტერმინები?
- ქვეკატეგორიებად დაყოფა სძენს რაიმე მნიშვნელობას შედგენილ გეგმას?
- რაიმე მნიშვნელოვანი ხომ არ აკლია გეგმას?
- შემდეგ ჯერზე რას გააკეთებთ სხვაგვარად?