რედაქტორები: როლფ გოლობი, პიტერ კრაფი, ვილტრუდ ვეიდინგერი
ავტორები: როლფ გოლობი და ვილტრუდ ვეიდინგერი
ტომი (II) სწავლება დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ, წიგნები, I –VI დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში სწავლების პროცესის თანამიმდევრობა, ცნებები, მეთოდები და მოდელები
კორექტურა: ნათია ნაცვლიშვილი
თარჯიმანი: მაია გვიტიძე
დაკაბადონება: ბესიკ დანელია
ვიზრდებით დემოკრატიულ საზოგადოებაში (ტ. II)
სწავლება დემოკრატიული მოქალაქეობისადა ადამიანის უფლებათა შესახებ - ძირითადი საცნობარო მასალა მასწავლებლებისათვის
წინამდებარე სახელმძღვანელო „ვიზრდებით დემოკრატიულ საზოგადოებაში“ განკუთვნილია მასწავლებლებისათვის, რომელთა მიზანს წარმოადგენს დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლებისა და ადამიანის უფლებათა შსახებ სწავლების ჩართვა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის სასწავლო პროგრამაში. სახელმძღვანელო შედგება ცხრა სასწავლო თავისაგან, თითოეული მოიცავს დაახლოებით ოთხ გაკვეთილს. სახელმძღვანელოში მოცემულია გაკვეთილების მსვლელობის დაწვრილებითი, საფეხურებრივი აღწერა და აქტივობებთან დაკავშირებული დეტალური ინსტრუქციები. სახელმძღვანელოს დართული აქვს მოსწავლეებისათვის დასარიგებლად განკუთვნილი სამუშაო ფურცლები და ძირითადი ინფორმაცია, რომელსაც უნდა ფლობდეს მასწავლებელი. მთლიანად სახელმძღვანელოში შესული მასალა გათვლილია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის დაწყებით საფეხურზე ( მე-4, მე-5 ან მე-6 კლასის მოსწავლეებისათვის) დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლებისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებისათვის, ერთი აკადემიური წლის განმავლობაში. მაგრამ ვინაიდან სახელმძღვანელოში შესული ყველა თავი დასრულებულ და სრულყოფილ ერთეულს წარმოადგენს, ეს სახელმძღვანელოში შესული მასალის სხადასხვანაირად გამოყენების დიდ შესაძლებობებს იძლევა. მოცემული სახელმძღვანელო შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვადასხვა დისციპლინის სახელმძღვანელოთა რედაქტორების, სასწავლო პროგრამების ავტორების, სტაჟიორი მასწავლებლებისა და დამწყები მასწავლებლების მიერ.
დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლებისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების მიზანს წარმოადგენს ისეთი მოსწავლეების აღზრდა, რომლებიც აქტიურ მოქალაქეებად უნდა ჩამოყალიბდნენ, რომლებსაც ექნებათ სურვილი და შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ დემოკრატიულ საზოგადოებაში მიმდინარე პროცესებში. აქედან გამომდინარე, დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლებასა და ადამიანის უფლებათა შეასახებ სწავლებაში ყურადღება გამახვილებულია აქტივობებსა და ამოცანაზე დაფუძნებულ სწვლაზე. სკოლის საზოგადოება აღიქმება სფეროდ, სადაც შესაძლებელია ჭეშმარიტი გამოცდილების მიღება, სადაც მოზარდებს აქვთ შესაძლებლობა, ისწავლონ, თუ როგორ მიიღონ მონაწილეობა დემოკრატიული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და სადაც მათ ადრეული ასაკიდან შეუძლიათ გააცნობიერონ მათზე დაკისრებული პასუხისმგებლობა. დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლებისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების ძირითადი ცნებები შეისწავლება იმ ინსტუმენტებით, რომლებიც მთელი ცხოვრების მანძილზე გამოადგებათ.
Table of Contents
- შესავალი
- თავი 1: ინდივიდუალობა – მე და საზოგადოება, რომელსაც ვეკუთვნი
- თავი 2: მრავალფეროვნება და პლურალიზმი – ევროპა ჩემი სახლია
- თავი 3: თანასწორობა – უმცირესობები და უმრავლესობა
- თავი 4: კონფლიქტი – წესები კონფლიქტების მოგვარებაში გვეხმარება
- თავი 5: წესები და კანონი – თანაცხოვრების საფუძველი
- თავი 6: ძალაუფლება და ხელისუფლება – მე ვწყვეტ ყველაფერს! არის კი ეს ასე?
- თავი 7: პასუხისმგებლობა – მე ბუნების დამცველი ვხდები … ჩემი სკოლა მონაწილეობს!
- თავი 8: უფლებები და თავისუფლება – ჩემი უფლებები – შენი უფლებები
- თავი 9: მედია – მედია პრაქტიკაში: გავაკეთებდი, რომ შემეძლოს
- სახელმძღვანელო მოსწავლეებისათვის
- I. სამუშაო ფურცლები მოსწავლეებისათვის (ნაკრები) – შესავალი
- სამუშაო ფურცელი მოსწავლეებისათვის, თავი 1, გაკვეთილი 1: „მე მომწონს და მე არ მომწონს“ – ცხრილი
- სამუშაო ფურცელი მოსწავლეებისათვის, თავი 1, გაკვეთილები 2 და 3: გერბი – მოდელი
- სამუშაო ფურცელი მოსწავლეებისათვის, თავი 1, გაკვეთილი 4: სამსაფეხურიანი დისკუსია
- სამუშაო ფურცელი მოსწავლეებისათვის, თავი 2, გაკვეთილი 1: ევროპის რუკა (გადაიღეთ A3 ფორმატის ფურცელზე)
- სამუშაო ფურცელი მოსწავლეებისათვის, თავი 2, გაკვეთილი 1: ევროპის ქვეყნები და დედაქალაქები
- სამუშაო ფურცელი მოსწავლეებისათვის, თავი 2, გაკვეთილი 1: ევროპის ქვეყნების სახელმწიფო დროშები
- სამუშაო ფურცელი მოსწავლეებისათვის, თავი 2, გაკვეთილი 1: ევროპის მდინარეები
- სამუშაო ფურცელი მოსწავლეებისათვის, თავი 2, გაკვეთილი 1: ევროპის მთები და რელიეფი
- სამუშაო ფურცელი მოსწავლეებისათვის, თავი 2, გაკვეთილები 2 და 3: ქვეყნის დახასიათება
- სამუშაო ფურცელი მოსწავლეებისათვის, თავი 3, გაკვეთილი 2: ცხრილი ჩანიშვნების გასაკეთებლად
- სამუშაო ფურცელი მოსწავლეებისათვის, თავი 3, გაკვეთილი 3: სტატისტიკურ მონაცემთა ცხრილი
- სამუშაო ფურცელი მოსწავლეებისათვის, თავი 3, გაკვეთილი 4: ბარათები სიტყვებითა და შეფასების სიმბოლოებით
- სამუშაო ფურცელი მოსწავლეებისათვის, თავი 4, გაკვეთილი 1: ჩვენი პრობლემა – ჩემი პრობლემა
- სამუშაო ფურცელი მოსწავლეებისათვის, თავი 4, გაკვეთილი 3: ბარათები კენჭისყრაში მონაწილეობისათვის
- სამუშაო ფურცელი მოსწავლეებისათვის, თავი 5, გაკვეთილი 1: უფლებები, პასუხისმგებლობები და წესები ჩვენს სკოლაში
- სამუშაო ფურცელი მოსწავლეებისათვის, თავი 5, გაკვეთილი 3: ბარათები კენჭისყრაში მონაწილეობისათვის
- სამუშაო ფურცელი მოსწავლეებისათვის, თავი 5, გაკვეთილი 4: კარგი წესების კრიტერიუმები
- სამუშაო ფურცელი მოსწავლეებისათვის, თავი 6, გაკვეთილი 1: სუპერგმირი?
- სამუშაო ფურცელი მოსწავლეებისათვის, თავი 6, გაკვეთილი 2: პოლიტიკური წარმომადგენლობის სქემა
- სამუშაო ფურცელი მოსწავლეებისათვის, თავი 6, გაკვეთილი 3: ინფორმაცია არჩევნების შესახებ
- სამუშაო ფურცელი მოსწავლეებისათვის, თავი 7, გაკვეთილი 1: პასუხისმგებლობას ვიღებ… რაზე?
- სამუშაო ფურცელი მოსწავლეებისათვის, თავი 7, გაკვეთილი 4: ვის რა პასუხისმგებლობა აკისრია
- სამუშაო ფურცელი მოსწავლეებისათვის, თავი 8, გაკვეთილი 1: ვასხვავებთ „სურვილებს“ „საჭიროებებისაგან“
- სამუშაო ფურცელი მოსწავლეებისათვის, თავი 8, გაკვეთილი 2: ადამიანის უფლებები: ჩამონათვალი უფლებებისა და საჭიროებების შედარებისათვის
- სამუშაო ფურცელი მოსწავლეებისათვის, თავი 8, გაკვეთილი 3: კვლევა ადამიანის უფლებების შესახებ
- სამუშაო ფურცელი მოსწავლეებისათვის, თავი 9, გაკვეთილი 1: საპრეზენტაციო ბარათები მედიასაშუალების აღწერისათვის
- II. დამხმარე ინსტრუმენტები მოსწავლეებისათვის (ნაკრები) შესავალი
- 1. კვლევის წარმოება ბიბლიოთეკებში
- 2. კვლევის წარმოება ინტერნეტის გამოყენებით
- 3. ინტერვიუებისა და გამოკითხვების წარმართვა
- 4. სურათებისა და გამოსახულებების ინტერპრეტირება
- 5. წარმოსახვითი გეგმის მომზადება
- 6. პოსტერის შექმნა
- 7. გამოფენის მოწყობა
- 8. პრეზენტაციების მომზადება და გაკეთება
- 9. პრეზენტაციის მომზადება სლაიდების ან PowerPoint-ის გამოყენებით
- 10. საგაზეთო სტატიის მომზადება
- 11. წარმოდგენის გამართვა
- 12. დებატების წარმოება
- I. სამუშაო ფურცლები მოსწავლეებისათვის (ნაკრები) – შესავალი