ტექსტის მსგავსად, სურათიც მრავალ ინფორმაციას შეიცავს. შემდეგი რჩევები დაგეხმარებათ სურათის ინტერპრეტაციასა და მის აღქმა-გაგებაში.
ზოგადი ინფორმაცია სურათის შესახებ:
- რომელი ფერებია გამოკვეთილი სურათზე?
- რა ფორმები, ფიგურები და ხაზებია გამოკვეთილი და წინა პლანზე წამოწეული?
- რა არის მასზე გამოსახული უფრო დიდი მასშტაბით, ან უფრო მცირე მასშტაბით, ნორმალურ ზომასთან შედარებით?
- სურათზე გამოსახული საგანი ან პიროვნება სინამდვილეში რა ზომის არის?
- ზოგადად დროის რა მონაკვეთია აღბეჭდილი სურათზე (წარსული, აწმყო) და წელიწადის რა დრო ან დღის რა მონაკვეთია მასზე აღბეჭდილი?
- ვის ხედვას გამოხატავს სურათზე აღბეჭდილი მოვლენა (ბაყაყის თვალით დანახული, ფრინველის თვალით დანახული თუ ადამიანის თვალით დანახული?
- რა არის შენთვის ნაცნობი ამ სურათზე?
- რა ტიპის სურათია შენ წინაშე (სურათი, პოსტერი, ნახატი, ხეზე ამოტვიფრული, გრაფიკა, კოლაჟი, პორტრეტი, პეიზაჟი, კარიკატურა და ა.შ.)?
- რა არის გაზვიადებული ან ხაზგასმული სურათზე (ნათელი/ბნელი, პროპორციები, წინა პლანი/უკანა პლანი, ფერები, მოძრაობა/უძრაობა, ჟესტები, სახის გამომეტყველება)?
სურათის აღქმა:
- რა განსაკუთრებულობა ახასიათებს სურათს?
- რა მოგწონს მასში?
- როგორ დაახასიათებ სურათს?
- რას გრძნობ, როდესაც ამ სურათს უყურებ?
- სურათის რომელი მონაკვეთია ყველაზე ლამაზი?
- რა სიტყვები მოგდის გონებაში, როდესაც სურათს უყურებ?
სურათის განხილვა:
- აღწერეთ სურათი თქვენი საკუთარი სიტყვებით.
- გაუზიარეთ ერთმანეთს საკუთარი მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, თუ რა ქმნის სურათში აზრს, რა არის მასში განსაკუთრებული ან მნიშვნელოვანი.
- დაუსვით ერთმანეთს კითხვები სურათთან დაკავშირებით.
- მეცით ერთმანეთს მცირე დავალებები, როგორიცაა, მოძებნე, იპოვე, მაჩვენე, ამიხსენი …
- იმსჯელეთ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: რატომ იქნა შერჩეული ეს სურათები? რომელი სურათი ესადაგება და იძლევა დამატებით ინფორმაციას იმ ტექსტზე, რომელზეც არის დართული სურათები? რომელი სურათი ეწინააღმდეგება ტექსტში გამოთქმულ მოსაზრებას?
მუშაობა სურათზე:
- შეარჩიეთ სურათი და დადგით ის სცენა, რომელიც გამოსახულია სურათზე.
- წარადგინეთ პიროვნება, რომელიც გამოსახულია სურათზე.
- გაცვალეთ სურათები და გააკეთეთ მათზე კომენტარი.
- თქვენ ხელთ არსებული სურათი შეადარეთ ისტორიულ სურათებს.
- ახსენით, ტექსტის რა ნაწილი დარჩებოდა თქვენთვის გაუგებარი, ტექსტს რომ არ ჰქონოდა დართული მოცემული სურათი?
- ტექსტს დაურთეთ შესაბამისი სურათი.
- შეადარეთ სურათები და შეაფასეთ ისინი. მოგწონთ? თუ არ მოგწონთ, რა არის ამის მიზეზი?
- სურათის აღწერა წერილობითი ფორმით დაიტანეთ ფურცელზე.
- იმსჯელეთ იმაზე, თუ რა მოვლენები ვითარდებოდა მანამ, სანამ მოხდებოდა ფოტოს გადაღება ან სურათის დახატვა.
- დაფიქრდით, რა შეიძლება მოხდეს სურათი რომ გაცოცხლდეს.
- დაურთეთ სურათს სასაუბრო ფანჯრები, შიგნით ჩაწერილი ტექსტით.
- აღწერეთ სუნი ან ხმა, რომლის ასოციაციასაც იწვევს თქვენში სურათი.
- მოიძიეთ სურათები იმავე თემაზე.
სურათის ინტერპრეტირება:
- როგორ დაასათაურებდით სურათს?
- სად იქნა გადაღებული ფოტო, ან სად იქნა დახატული სურათი?
- რა სურს ფოტოგრაფს ან მხატვარს, გადმოგვცეს ამ სურათით?
- რას ემსახურებოდა ამ ფოტოს გადაღება ან სურათის დახატვა?