თქვენ კითხულობთ ტომს II
ვიზრდებით დემოკრატიულ საზოგადოებაში

5. წარმოსახვითი გეგმის მომზადება

წარმოსახვითი გეგმა გეხმარებათ აზრების მოწესრიგებაში. სწორედ ამას გამოხატავს თავად სიტყვაც. წარმოსახვითი გეგმის გამოყენება შესაძლებელია ბევრ სხვადასხვა სიტუაციაში, როდესაც საჭიროა იაზროვნოთ გარკვეულ თემაზე: შეაგროვოთ იდეები, მოემზადოთ პრეზენტაციისათვის, მოამზადოთ პროექტი და ა.შ.

წარმოსახვითი გეგმის შედგენის ინსტრუქციები

  • ფურცლის შუაში დაწერეთ თემის სახელწოდება და შემოავლეთ მას წრე. გამოიყენეთ ფართო ფორმატის ფურცელი.
  • დაიტანეთ ფურცელზე წრიდან გამომავალი მსხვილი ხაზები (სხივები). თითოეული ხაზის გასწვრივ დაწერეთ იმ ქვეთემის სათაური, რომელიც შეესაბამება ფურცლის შუა წრეში მოცემულ თემას.
  • წრიდან გამომავალი მსხვილი ხაზებიდან შეგიძლიათ გაავლოთ წვრილი ხაზები, რომლებიც წარმოადგენს ქვეკატეგორიებს ან კითხვებს, რომლებიც უკავშირდება მსხვილ ხაზებზე დაწერილ ქვეთემებს.
  • შეეცადეთ, მოიფიქროთ რაც შეიძლება ბევრი ტერმინი და მოათავსოთ ეს ტერმინები შესაბამის კატეგორიებში. შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა ზომის ასოები, სიმბოლოები ან ფერები.

შეადარეთ თქვენ მიერ შედგენილი წარმოსახვითი გეგმა თქვენი თანაკლასელების მიერ შედგენილ გეგმებს

  • რას ამჩნევთ?
  • რა მსგავსებაა თქვენსა და თქვენი თანაკლასელების მიერ შედგენილ გეგმებს შორის?
  • რა სხვაობაა თქვენსა და თქვენი თანაკლასელების მიერ შედგენილ გეგმებს შორის?
  • რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი ტერმინები?
  • ქვეკატეგორიებად დაყოფა სძენს რაიმე მნიშვნელობას შედგენილ გეგმას?
  • რაიმე მნიშვნელოვანი ხომ არ აკლია გეგმას?
  • შემდეგ ჯერზე რას გააკეთებთ სხვაგვარად?