1. ელენა სანტიჩი დაიბადა 1944 წელს. ის ეროვნებით სერბი იყო. |
2. ელენა სანტიჩი სიმსივნით გარდაიცვალა 2000 წელს. |
3. ელენას გარდაცვალების შემდეგ მისმა მეგობრებმა ბელგრადში აიღეს დაბომბილი შენობდან გადარჩენილი ქვა. ქვა მორთეს კოსოვოდან დევნილმა ბავშვებმა. შემდეგ ეს ქვა ჩაიტანეს ბერლინში და ელენა სანტიჩის სახელობის მშვიდობის პარკში მოათავსეს. |
4. ელენა სანტიჩისა და ჯგუფ 484-ის მიერ დაიგეგმა და განხორციელდა პროექტი, რომელიც ემსახურებოდა ნდობის აღდგენას სერბებსა და ხორვატებს შორის 1991 წლის ომის შემდეგ. ამ პროექტში ელენამ ჩართო ორივე მხარის წარმომადგენელი მოხალისეები და საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლები. |
5. ელენა სანტიჩი იყო დამფუძნებელი და ლიდერი არასამთავრობო ორგანიზაციისა ჯგუფი 484. ჯგუფი 484 კონფლიქტების გადაჭრის არაძალადობრივ გზებზე მუშაობდა. მათთვის ჰუმანური საზოგადოების მშენებლობის საფუძველი იყო შემწყნარებლობისა და თანამშრომლობის პრინციპები. |
6. ელენა წერდა სტატიებს ნაციონალიზმისა და რასიზმის წინააღმდეგ. მისი სტატიები სხვადასხვა ქვეყანაში ვრცელდებოდა. ორგანიზაციამ ფაქს ქრისტი ელენას საერთაშორისო მშვიდობის პრემია მიანიჭა. |
7. ბერლინში არის მშვიდობის პარკი, რომელიც ელენა სანტიჩის სახელს ატარებს. ამ პარკში ელენა ერთ-ერთ თავყრილობაზე სიტყვით გამოვიდა. |
8. სანტიჩი გახდა მსოფლიოში ცნობილი ბალერინა და ბალეტის მასწავლებელი. |
9. ელენა ომის წინააღმდეგ გამოდიოდა და იბრძოდა ადამიანის უფლებათა დასაცავად. ის და მისი ორგანიზაცია აქტიურად ეხმარებოდნენ დევნილებს, რომლებიც სერბეთში შემოდიოდნენ. |
10. ჯგუფ 484-ის სახელი მომდინარეობს პროექტიდან, რომელიც ხორვატიის 484 უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახს დაეხმარა. ჯგუფ 484-მა დააკვალიანა დევნილები და მიაწოდა რჩევები საკუთარ უფლებათა შესახებ. |