პოლიციელი აცხადებს, რომ მანუელმა დაკითხვაზე აღიარა მანქანის მოპარვა. | ახალგაზრდა მამაკაცი აცხადებს, რომ მანუელი ყოველთვის მანქანების მოპარვაზე საუბრობდა და ამით იწონებდა თავს. |
ახალგაზრდა ქალბატონი აცხადებს, რომ მოისმინა მისი მეგობრის სატელეფონო საუბარი მანუელთან. ქალბატონის მეგობარი მანუელს ბატონი ქეის მანქანის მოპარვაზე ელაპარაკებოდა. | ბატონი ქეი აცხადებს, რომ დარწმუნებულია მანუელის ბოროტმოქმედებაში, რადგან ქეის ოჯახისადმი მანუელს სიძულვილი ამოძრავებდა. ეს სიძულვილი კი სათავეს იმ დღიდან იღებს, როცა ბატონმა ქეიმ მანუელს მის ქალიშვილთან შეხვედრა აუკრძალა. |
მანუელის ერთ-ერთი მასწავლებელი აცხადებს, რომ არაერთხელ დაუნახავს, თუ როგორ იპარავდა სხვადასხვა საგანს მანუელი სკოლიდან. | მანუელს არ ჰყავს მოწმე, რომელიც დაადასტურებდა, რომ დანაშაულის საღამოს ის სახლში იყო. |
როცა პროკურორმა ქეის მეზობელს ჰკითხა: ,,იმ საღამოს, დაინახეთ მანუელის მსგავსი გარეგნობის ადამიანი, რომელსაც ბატონი ქეის მანქანა მიჰყავდა?”, მიიღო შემდეგი პასუხი: ,,კი, ნამდვილად.” |