1. როგორ რეაგირებენ პარტიები სოციალურ განხეთქილებაზე?
მასალა მოსწავლეებისთვის 3.5 და განხილვა
- რა განხეთქილებები არსებობს ჩვენს საზოგადოებაში?
- როგორ რეაგირებენ ჩვენს ქვეყანაში პარტიები ამ განხეთქილებებზე?
- რა გადაწყვეტილებები იქნა მიღებული და რა დათმობები გაკეთდა?
2. პლურალიზმი
- რომელი დაინტერესებული ჯგუფები და არასამთავრობო ორგანიზაციები მონაწილეობენ პოლიტიკაში?
- რომელი ინტერესებია კარგად ორგანიზებული და რომელი – არა?
3. კომპრომისი
დემოკრატიულ საზოგადოებაში, პლურალიზმი წარმოშობს კომპრომისის აუცილებლობას. ამის თაობაზე განსხვავებული თვალსაზრისები არსებობს:
- პროცესში მონაწილე ინდივიდუალური პირის თვალსაზრისით: ძალაუფლების მოსაპოვებლად საჭიროა კომპრომისი. უარი უნდა თქვა და უნდა დათმო შენთვის ყველაზე პრიორიტეტული ინტერესები და ეცადო გაიტანო ინტერესები, რომლებიც შენს დღის წესრიგში მეორე ადგილზეა.
- ზოგადი თვალსაზრისით: პლურალიზმი კონკურენციის საფუძველს წარმოადგენს; პროცესში მონაწილეები მუდმივად აკონტროლებენ ერთმანეთს და ცდილობენ არ დაუშვან, რომ რომელიმეს ხელში აღმოჩნდეს ძირითადი ძალაუფლება. პლურალიზმს საზოგადოებაზე იგივე გავლენა აქვს, რაც კონტროლისა და გაწონასწორების პრინციპებს კონსტიტუციაზე.
- შედეგების თვალსაზრისით: პლურალიზმი შობს კომპრომისის აუცილებლობას. გადაწყვეტილებები, რომლებიც ერთმანეთს გამორიცხავს, ძალიან იშვიათია. ეს ხელს უწყობს სოციალურ ერთობას.
- ამ თვალსაზრისთაგან რომელი შეესაბამება შენს ქვეყანაში არსებულ სიტუაციას, მაგ. შესასწავლი ნიმუში?
4. დემოკრატიისა და დიქტატურის შედარება
მასალა მოსწავლეებისთვის 3.4
- ინტერესთა და თვალსაზრისთა მრავალფეროვნებას როგორ უმკლავდება დემოკრატია და როგორ – დიქტატურა?
- რა გადაწყვეტილებებს იღებს თითოეული ამ რეჟიმთაგანი? (კრიტერიუმები შედარებისთვის: ინტერესთა გათვალისწინება, ქმედითუნარიანობა, კრიტიკა, მედიის როლი.)
5. პოლიტიკის ორი განზომილება
მაქს ვებერი:13
- „პოლიტიკა შეიძლება შევადაროთ სქელი ფიცრის ბურღვის ნელ და მტკიცე პროცესს, როგორც ენთუზიაზმის, ასევე გათვლების სისწორის თვალსაზრისით“.
- „ის, რაც აქტიურია პოლიტიკაში, მიისწრაფის ძალაუფლებისაკენ“
- როგორ დავინახეთ პოლიტიკის ეს ორი განზომილება განვლილ თავში?
- როგორ ახორციელებენ ამ ორი განზომილების ბალანსს პოლიტიკოსები ჩვენს ქვეყანაში?
13. მაქს ვებერი, „პოლიტიკა, როგორც მოწოდება და ხელობა“, გვ 2, 34 (www.sscnet.ucla.edu/polisci/ethos/Weber-vocation.pdf); ციტატები გადაკეთებულია ავტორის მიერ.