როგორ გავშიფროთ დიაგრამა
მოდელი აერთიანებს მდგრადი განვითარების სამ მიზანს და ათავსებს მათ ისტორიულ და გლობალურ განზომილებებში:
- „გარემო“: ბუნებრივი გარემოსა და რესურსების დაცვა;
- „ეკონომიკა“: ეკონომიკური ზრდა (პროდუქტიულობა, მწარმოებლურობა, სიმდიდრე);
- „საზოგადოება“: სოციალური ინტეგრაცია, კეთილდღეობის სამართლიანი გადანაწილება:
ორმხრივი ისრები მაჩვენებელია იმისა, რომ მიზნებმა, რომელთაც ეს ისრები აკავშირებს, შეიძლება ერთმანეთი ასაზრდოონ ან გამორიცხონ.