ბავშვის უფლებათა კონვენცია შეიძლება დაიყოს უფლებების ოთხ ჯგუფად. გაკვეთილზე შესაძლებელია ამ კატეგორიების გამოყენება, რათა მისცეთ მოსწავლეებს საშუალება დააჯგუფონ უფლებები ოთხ კატეგორიად. აღნიშნული დავალება შეიძლება შესრულდეს ინდივიდუალურად ან ჯგუფებში.
I. „მონაწილეობა“ – რაც ნიშნავს გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში ჩართულობას, სხვა ადამიანებთან გაერთიანების თავისუფლებას, გამოხატვის თავისუფლებასა და სხვადასხვა წყაროებიდან ინფორმაციის მიღების თავისუფლებას.
II. „შესაძლებლობების გამოვლენა“ – მოიცავს იმ შესაძლებლობებს, რომლებიც საჭიროებს განვითარებას. ამ ჯგუფში შედის განათლების, ოჯახის, კულტურისა და ინდივიდუალობის მნიშვნელობა ჩვენს ცხოვრებაში.
III. „ნორმალური ცხოვრების პირობები” – „სიცოცხლის შენარჩუნების უფლება“ – მოიცავს ჩვენს ძირითად უფლებებს, როგორიცაა საკვები და საცხოვრებელი, ცხოვრების პირობები და ჯანმრთელობა.
IV. „ზიანისაგან დაცვა“ – გულისხმობს ახალგაზრდა თაობის დაცვას მთელი რიგი არასასურველი ფაქტორებისაგან, მათ შორის, არასათანადო მოპყრობისაგან, მზრუნველობის მოკლებისაგან, ეკონომიკური ექსპლუატაციისაგან, წამებისაგან, გატაცებისა და პროსტიტუციისაგან.
ქვემოთ მოყვანილ ჩამონათვალში, ბავშვები დაყოფილია ზემოთ აღნიშნულ ოთხ კატეგორიად:
ჯგუფი |
მუხლი |
შემოკლებული დასახელება |
I. მონაწილეობა: მონაწილეობის უფლება
|
3 |
ბავშვების ჭეშმარიტი ინტერესები |
12 |
საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება |
|
13 |
გამოხატვის თავისუფლება |
|
14 |
სინდისის და რელიგიური რწმენის თავისუფლება |
|
15 |
გაერთიანებების ჩამოყალიბების თავისუფლება |
|
16 |
პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება |
|
17 |
შესაბამის ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა |
|
II. შესაძლებლობების გამოვლენა: ჩვენი უფლება, ჩამოვყალიბდეთ ისეთ პიროვნებად, როგორიც ვართ
|
5 |
მშობლების პატივისცემა |
7 |
სახელი, გვარი და ეროვნება |
|
8 |
პიროვნულობის შენარჩუნება |
|
10 |
ოჯახური კავშირების აღდგენა |
|
21 |
შვილად აყვანა |
|
23 |
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები |
|
28 |
განათლება |
|
29 |
საგანმანათლებლო მიზნები |
|
30 |
უმცირესობის წარმომადგენელი ბავშვები |
III. ნორმალური ცხოვრების პირობები: სიცოცხლის შენარჩუნების უფლება
|
6 |
სიცოცხლისა და განვითარების უფლება |
9 |
მშობლებისაგან დაშორება |
|
18 |
მშობლებისა და მეურვეების პასუხისმგებლობა |
|
24 |
ჯანმრთელობა და სამედიცინო დახმარება |
|
26 |
სოციალური უსაფრთხოება |
|
27 |
ცხოვრების პირობები |
|
31 |
დასვენება და თამაში |
|
IV. ზიანისგან დაცვა: დაცვის უფლება
|
2 |
დისკრიმინაციის დაუშვებლობა |
11 |
ბავშვების გატაცება და დაკავება |
|
19 |
ძალადობისგან დაცვა |
|
20 |
მზრუნველობამოკლებული ბავშვები |
|
22 |
ლტოლვილი ბავშვები |
|
25 |
პირობების შემოწმება სპეციალური მზრუნველობის ქვეშ მყოფი ბავშვებისათვის |
|
32 |
ბავშვთა შრომა |
|
33 |
ნარკოტიკების ავადმოხმარებისაგან დაცვა |
|
34 |
სექსუალური ექსპლუატაციისაგან დაცვა |
|
35 |
დაცვა ვაჭრობის საგნად და ტრეფიკინგის მსხვერპლად ქცევისაგან |
|
36 |
ყველა სხვა სახის ექსპლუატაცია |
|
37 |
დასჯა და უკანონო დაკავება |
|
38 |
ომი და შეიარაღებული კონფლიქტი |
|
39 |
რეაბილიტაცია და ინტეგრაცია |
|
40 |
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება |
ზემოთ მოცემულ ცხრილში, ოთხი უფლება არ არის მითითებული. მათი დაყოფა ოთხ კატეგორიად შეუძლებელია, ვინაიდან ისინი ეხება სახელმწიფოს პასუხისმგებლობას:
1 |
ბავშვის განმარტება |
4 |
უფლებების განხორციელება |
41 |
უმაღლესი ეროვნული სტანდარტების უპირატესობა |
42 |
ბავშვთა უფლებების გასაჯაროება |