საგანმანათლებლო მიზანი |
მოსწავლეები აცნობიერებენ, რომ სამართლიანობა სხვადასხვაგვარად შეიძლება იქნეს აღქმული. მოსწავლეები ეცნობიან უფლებებსა და მოვალეობებს შორის კავშირს. |
რესურსები | სამუშაო ფურცლები მოსწავლეებისთვის, ვარიანტები ა. და ბ. |
მსვლელობა
- მოსწავლეები ირჩევენ ადამიანის ერთ–ერთ უფლებას განსახილველად.
- მოსწავლეები ქმნიან ოთხ ან ექვსკაციან ჯგუფებს.ყოველი ჯგუფი, თავისთავად, იყოფა ორად. ერთი ნაწილი ხელმძღვანელობს მასალით – ვარიანტი ა; მეორე – მასალით ვარიანტი ბ.
ყოველი ქვეჯგუფი ამზადებს მათ ვარიანტში ჩამოყალიბებული მოსაზრებების დამადასტურებელ არგუმენტებს.
- ქვეჯგუფები ჯგუფის სახით იყრიან თავს და ყოველი ა ქვეჯგუფი აცნობს საკუთარ არგუმენტებს ბ ქვეჯგუფს, რომელიც ამ დროს ყურადღებით უსმენს და აკეთებს ჩანიშვნებს.შემდეგ ბ ქვეჯგუფი აცნობს საკუთარ არგუმენტებს ა ქვეჯგუფს.
ამ პროცედურის შემდგომ, ჯგუფის ფარგლებში, სხვადასხვა ქვეჯგუფის წევრები ერთმანეთს უსვამენ კითხვებს.
- ა და ბ ქვეჯგუფის წევრები ცვლიან როლებს. მასწავლებელი მოსწავლეებს სავარჯიშოს ამ ეტაპის თაობაზე წინასწარ არ აწვდის ინფორმაციას.მოსწავლეებს ეძლევათ რამდენიმე წუთი, რათა გადაამოწმონ საკუთარი არგუმენტები.
- ჯგუფები ცდილობენ, შეიმუშაონ საერთო პოზიცია და წერილობით ჩამოაყალიბონ იგი.
- კითხვები განსჯისთვის:
- რა სირთულეებს გადააწყდით საერთო პოზიციის შემუშავების დროს?
- გაგიადვილათ როლების გაცვლამ საერთო პოზიციის შემუშავება თუ პირიქით?
გაგრძელება
მასწავლებელი (ან მოსწავლეები) ასახელებენ მაგალითებს, სადაც გამოხატვის თავისუფლება (ან ბავშვთა შრომა) სადავო საკითხს წარმოადგენს.
- როგორ შეიძლება დავიცვათ წონასწორობა უფლებებსა და მოვალეობებს შორის?
- არსებობს მოვალეობები – ან უფლებები – რომლებიც გარკვეული უფლებების შეზღუდვას იწვევენ?
რეკომენდებულია მედიაინფორმაციის გამოყენება მაგალითის შესწავლის თვალსაზრისით. შეიძლება განხილულ იქნეს ადამიანის სხვა უფლებები, როგორიცაა გადაადგილების თავისუფლება ან საკუთრების უფლება.
მასალა
ვარიანტი ა: გამოხატვის თავისუფლებასამართლიან საზოგადოებაში გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ძირითად უფლებას წარმოადგენს და არ შეიძლება მისი შეზღუდვა. განიხილეთ შემდეგი საკითხები:
ვარიანტი ა: ბავშვთა შრომაკანონი უნდა კრძალავდეს ბავშვთა შრომას, რათა არ შეიზღუდოს ბავშვის თამაშის, განათლების მიღებისა და მისი განვითარებისთვის აუცილებელ პირობებში ცხოვრების უფლება. განიხილეთ შემდეგი საკითხები:
|
ვარიანტი ბ: გამოხატვის თავისუფლებასამართლიან საზოგადოებაში ხშირად საჭიროა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, რათა დაცულ იქნეს ადამიანის უფლებები. განიხილეთ შემდეგი საკითხები:
ვარიანტი ა: ბავშვთა შრომართულ ეკონომიკურ პირობებში ოჯახის გადასარჩენად და საზოგადოებაში აქტიური მონაწილეობის მისაღებად ბავშვს უნდა ჰქონდეს უფლება, იმუშაოს და ოჯახის შენახვაში დაეხმაროს მშობლებს. განიხილეთ შემდეგი საკითხები:
|