ვიდეომასალა

2013 წელს, ევროპის საბჭოს ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა კონკურსი სკოლის მოსწავლეებისათვის, რომლებსაც კონკურსის ფარგლებში მოეთხოვებოდათ წარმოედგინათ ე.წ. „კომიქსების“ ჟანრში შესრულებული ნახატები, თემაზე – „დემოკრატია და ადამიანის უფლებები სკოლებში“. გამარჯვებულთა შერჩევა და გამოვლენა რთული და ხანგრძლივი პროცესი აღმოჩნდა, თუმცა, საბოლოოდ შეირჩა 10 კონკურსანტი, რომელთა ნამუშევრებიც იქცა შთაგონების წყაროდ და საფუძვლად დაედო ქვემოთ მოცემულ 5 მცირემეტრაჟიან ანიმაციურ ფილმს.

ჩვენ ყველა ვიმსახურებთ ღირსეულ ცხოვრებას

სკოლა არ არის საწარმო

დაე, მოგისმინონ

გააფერადე შენი სამყარო

ქიმიის გაკვეთილი