PowerPoint-ის გამოყენებით, ან გამომსვლელის თავს ზემოთ მოთავსებულ პროექტორზე ნაჩვენები სლაიდების საშუალებით წარმოებული პრეზენტაციები ფართოდ გამოიყენება და ორივე მეთოდზე ერთი და იგივე წესები ვრცელდება.
სლაიდის მომზადებისას გაითვალისწინეთ, რომ საჭიროა:
- წარწერები იყოს მკაფიო და გარკვევით იკითხებოდეს;
- გამოყენებული იყოს ერთი სტილის შრიფტი;
- ასოების ზომა საკმაოდ დიდი იყოს;
- ხაზებს შორის საკმარისი დაშორება;
- ერთ სლაიდზე არ იყოს მოცულობითი ტექსტი;
- სლაიდები იყოს ხარვეზების გარეშე;
- სურათები, რუკები და გრაფიკები საკმაოდ ფართო ფორმატით იყოს წარმოდგენილი და კარგად ჩანდეს შორი მანძილიდან;
- გამოყენებული იყოს მხოლოდ რამდენიმე ფერი და სიმბოლო;
- პრეზენტაცია არ იყოს გადატვირთული სლაიდებით.
რომელი ავირჩიო, სლაიდები თუ PowerPoint?
ორივე მათგანს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე მნიშვნელოვანი რჩევა, რომელიც დაგეხმარება სლაიდების გამოყენებით და PowerPoint-ის გამოყენებით გაკეთებულ პრეზენტაციებს შორის არჩევანის გაკეთებაში.
რომელი მათგანი უფრო ესადაგება თქვენს საჭიროებებს?
გაეცანით ქვემოთ მოყვანილ ინფორმაციას, რომელიც დაგეხმარებათ მეთოდის შერჩევაში.
სლაიდების გამოყენება რეკომენდებულია იმ შემთხვევაში, თუ:
- პრეზენტაციისას გამოსაყენებელია ხუთამდე სლაიდი;
- სლაიდების ჩვენებებს შორის საჭიროა რაიმეს ჩვენება ან ახსნა;
- სლაიდზე რაიმეს დაწერა გსურთ პრეზენტაციის დროს;
- თითო სლაიდზე მხოლოდ ერთი გამოსახულება გინდათ უჩვენოთ;
- გინდათ რაიმე დაფაროთ და გამოაჩინოთ სლაიდზე დატანილ გამოსახულებაზე;
- პრეზენტაცია ჯგუფის წევრებს შორის არის გადანაწილებული და შესაბამისად გადანაწილებულია სლაიდებიც.
PowerPoint-ის გამოყენება რეკომენდებულია იმ შემთხვევაში, თუ:
- გსურთ, აუდიტორიას მიაწოდოთ დიდი რაოდენობით ინფორმაცია;
- დიდი რაოდენობით გამოსახულებები გაქვთ ჩართული პრეზენტაციაში;
- გსურთ, ერთი მეორეს მიყოლებით აჩვენოთ გამოსახულებები;
- გსურთ, ინტერნეტიდან ამოღებული მასალა აჩვენოთ აუდიტორიას პრეზენტაციის დროს;
- გინდათ, აჩვენოთ ვიდეოკლიპი, ციფრული გამოსახულება ან რაიმე მასალა, რომელიც კომპიუტერში გავთ შენახული;
- გსურთ, უჩვენოთ ვიდეო, კადრების გაჩერების თანხლებით, უკან დაბრუნების რეჟიმში ან სხვა მანიპულაციებით.