გარკვეულ თემაზე თქვენი ნამუშევრის საზოგადოებისათვის გაცნობა შესაძლებელია რეპორტიორის როლის შესრულებით და საგაზეთო სტატიის შექმნით. დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებაში საგაზეთო სტატიის შექმნა საკუთარი მოსაზრების გასაჯაროების ერთ-ერთ საშუალებად მიიჩნევა. თქვენმა სტატიამ შესაძლებელია სასიკეთოდ იმოქმედოს საზოგადოებაზე და გამოასწოროს ის, რისი გამოსწორებაც არის საჭირო.
საგაზეთო სტატია სხვადასხვა კომპონენტებისაგან შედგება:
- სათაური: უნდა იყოს ლაკონური და გასაგები;
- შესავალი: მკითხველისათვის თემის გაცნობა, სულ რამდენიმე ძალიან მოკლე წინადადებით;
- ავტორები: ვინ არის სტატიის ავტორი?
- სტატიის ტექსტი: თავად სტატია;
- ქვესათაურები: გამოყოფს „თავებს“, მკითხველისათვის უკეთ აღსაქმელად;
- სურათი: სურათი, რომელიც შეესაბამება სტატიის ტექსტს და რომელსაც დართული აქვს მცირე განმარტება.
რჩევები
- დღევანდელ გაზეთში გამოქვეყნებული სტატია განიხილეთ ზემოთ მოცემული სქემის მიხედვით. შეგიძლიათ ამოიცნოთ საგაზეთო სტატიის სხვადასხვა კომპონენტი?
- საგაზეთო სტატიის სხვადასხვა კომპონენტი სხვადასხვა ფერის მარკერით გააფერადეთ.
- ყურადღება მიაქციეთ შრიფტის სტილს (გამუქებული, ნორმალური, დახრილი).
- თქვენ მიერ მოპოვებული საგაზეთო სტატია შეადარეთ თქვენი თანაკლასელების მიერ შერჩეულ საგაზეთო სტატიებს.
- საკუთარი სტატიის შექმნისას გამოიყენეთ საგაზეთო სტატიისათვის დამახასიათებელი კომპონენტები.