- რა აქტივობით შევუდექი სწავლას?
- რა გავაკეთე შემდეგ?
- როდის შევისვენე?
- რა დრო მოვანდომე დამოუკიდებლად მეცადინეობას?
- რა დრო მოვანდომე სხვა მოსწავლესთან ერთად მეცადინეობას?
- როდის ვსწავლობდი ჯგუფთან ერთად?
- ჯგუფური მუშაობისას კარგად ვსწავლობ?
- სწავლის პროცესის დროს ვიცავ ჩემ მიერ შედგენილ განრიგს?
- შემიძლია სამუშაოზე კონცენტრირება ყურადღების გაფანტვის გარეშე? ხელი შემიშალა რაიმემ სამუშაოს შესრულების დროს? მჭირდება თუ არა კონცენტრირების უნარის განვითარება?
- დარწმუნებული ვარ, რომ კარგად ვსწავლობ?
- მუშაობის პროცესში მეცადინეობა ხომ არ მომბეზრდა?
- სიამოვნებით ვსწავლობ?
- მსიამოვნებს სწავლის პროცესი?
- სწავლის პროცესში დარწმუნებული ვარ ჩემ წარმატებაში? (თავდაჯერებული სწავლა)
- როგორ ვიჩენ ინტერესს შესწავლის საგნისადმი და სიამოვნებით ვეკიდები შესწავლის პროცესს?
- სწავლის რა სტრატეგიებსა და ტექნიკას ვიყენებ?
- კარგად ვსწავლობ? რისი კეთება გამომდის უკეთესად და რისი არა?
- რა წარმოადგენდა ჩემთვის სირთულეს? როგორ შევძელი ამ სირთულეების დაძლევა?
- მუშაობის ჩემი ტემპი უნდა გავზარდო თუ შევანელო?
- არის რაიმე, რის შეცვლასაც ვისურვებდი?
- როგორ გავაუმჯობესო ჩემი ცხოვრების წესი?
- რისი მიღწევაც მე მინდა მომდევნო დავალების შესრულებისას, არის: …
თქვენ კითხულობთ ტომს I
განათლება დემოკრატიისათვის