თქვენ კითხულობთ ტომს VI
დემოკრატიის სწავლება
სავარჯიშო 3.6. – საგანძურის სკივრი
საგანმანათლებლო მიზანი |
მოცემული სავარჯიშო განკუთვნილია ექვს წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. მოსწავლეები ეცნობიან, რომ ბავშვებს აქვთ უფლებები, აცნობიერებენ, რომ ასეთი უფლებები არსებობს და საჭიროა მათი დაცვა. |
რესურსები |
საგანძურის სკივრი უნდა წარმოადგენდეს ძალიან ლამაზ ყუთს, რომელსაც მოსწავლეები თავად აფორმებენ და ავსებენ (საგაზეთო სტატიებით, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) პიქტოგრამებით, რომლებიც ბავშვთა უფლებებს გამოხატავს, თოჯინებით და სხვადასხვა ნივთით). |
მსვლელობა
- დასაწყისში სკივრში მოთავსებულია:
- ორი პიქტოგრამა: ერთ–ერთი ამ ორიდან გამოხატავს თანასწორობის უფლებას, მეორე – შეზღუდული ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებას დახმარების მიღებაზე;
- ორი თოჯინა, რომელიც გვატემალელი ბავშვების სიმბოლოა.
- იმ საგნების შეგროვებითა და საგანძურის სკივრში მოთავსებით, რომლებიც ბავშვთა უფლებების სიმბოლოებს წარმოადგენს, მოსწავლეები აცნობიერებენ ამ უფლებათა მნიშვნელობას. საგანძურის სკივრის პროექტი სასურველია გაგრძელდეს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის დაწყებითი საფეხურის განმავლობაში.
- გარდა იმისა, რომ ბავშვებს აქვთ საერთო საგანძურის სკივრი, თითოეულ მათგანს საკუთარი საგანძურის სკივრიც უნდა ჰქონდეს.