საგანმანათლებლო მიზანი | მოსწავლეები პოლიტიკაში მონაწილეობის განსხვავებულ გზებს უკავშირებენ ადამიანის უფლებებს. |
რესურსები | პოლიტიკაში მონაწილეობის შესაძლო ფორმების ჩამონათვალი. |
მსვლელობა
- ყველა მოსწავლე ადგენს იმ გზებისა და საშუალებების ჩამონათვალს, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია მონაწილეობა დემოკრატიულ გარემოში განხორციელებულ გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
- მოსწავლეები იყოფიან ოთხკაციან ჯგუფებად. ისინი ერთმანეთს ადარებენ ჩანაწერებს, განიხილავენ მათ და ცდილობენ, შეთანხმდნენ ერთ საერთო ჩამონათვალზე.
- მოსწავლეთა ჯგუფები საკუთარ ნამუშევრებს ადარებენ მათთვის დარიგებულ მასალაში მოცემულ ჩამონათვალს.
გაგრძელება
მოსწავლეებმა შეიძლება განიხილონ შემდეგი საკითხები:
- ჩამონათვალში მოცემული გზებიდან ყველა შეესაბამება ადამიანის უფლებებს? ყველა მათგანი უნდა იყოს კანონში გათვალისწინებული? ახსენით რატომ?
- როგორ შეგიძლია მონაწილეობის მიღება შენს საკუთარ ქვეყანაში? არის რომელიმე გზა, რომელზეც შენ ხელი არ მიგიწვდება? რატომ?
- საჭიროა კანონი იცავდეს უფლებას არმონაწილეობის შესახებ? განმარტეთ.
მასალა
მასალა მოსწავლეებისთვის
მონაწილეობა შეიძლება განხორციელდეს მრავალი გზით, მათ შორის:
|