საგანმანათლებლო მიზანი |
მოსწავლეებს ეძლევათ საშუალება, გამოიყენონ წარმოსახვის უნარი. ადამიანს, რომელსაც უტოპიური წარმოსახვის უნარი არ გააჩნია, აღარაფერი დარჩენია, გარდა იმისა, რომ მიიღოს სტატუს კვო. მოსწავლეები იყენებენ თავიანთ შემოქმედებით უნარს. |
რესურსები | ფურცლები და ფლომასტერები. |
მსვლელობა
- მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, თავი ჯადოქრებად წარმოიდგინონ.
- ისინი კითხულობენ:„მე რომ ძლიერი ჯადოქარი ვიყო, გავაკეთებდი ისე, რომ კაცებმა, ქალებმა და ბავშვებმა აღარასოდეს გამოსცადონ ის, რაც ომის დროს გამოსცადეს; და ამის უზრუნველსაყოფად…“
ყველა მოსწავლე ასრულებს შემდეგ წინადადებებს:
- მე შევაჩერებდი…
- მე ბოლოს მოვუღებდი…
- მე დავივიწყებდი…
- მე წინ აღვუდგებოდი…
- მე გავაგრძელებდი…
- მე შევქმნიდი…
- მოსწავლეები რიგრიგობით კითხულობენ თავიანთ პასუხებს კლასის წინაშე. უმჯობესია, მოსწავლეები ისხდნენ წრეზე.
- შეფასება: მოსწავლეები განიხილავენ, რა სურვილები იქნა გამოთქმული და რა საჭიროებები იქნა წამოყენებული მათ წინადადებებში.
გაგრძელება
მოსწავლეები მსჯელობენ, შესაძლებელია თუ არა მათი რომელიმე ოცნების რეალიზება.
ვარიანტი
უფროსი ასაკის მოსწავლეებისთვის:
„მე რომ არქიტექტორი ვიყო…“: მოსწავლეები წარმოიდგენენ, როგორი იქნებოდა მათი სკოლა, ან ქალაქი, რომელშიც ისინი ცხოვრობენ.
მოსწავლეებს შეუძლიათ შეაჯამონ თავიანთი სურვილები და დააკავშირონ ისინი პოლიტიკური აზროვნების რომელიმე ძირითად მიმართულებასთან (ლიბერალური, კონსერვატიული, სოციალისტური, მწვანეები).